ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს.ავარიის დროს დაშვებული 12 ადამიანიდან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულია ხუთი სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

როგორც “თაიმერს “შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშისამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა-დაშავებულთა შორის ორი ბავშვია
შემდეგი სტატიამოვითხოვთ გერმანიის ელჩთან შეხვედრას, რომ დეტალურად გავარკვიოთ, რაშია საქმე – ელისო კილაძე სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაზე