ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს. ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ეს ექსპერტიზა ინიშნება, რომ დადგინდეს შემთხვევის დროს ადამიანმა დაკარგა გონება თუ დაეძინა.

“ეს არაა ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მძღოლის გაუფრთხილებლობას ან დაუდევრობას შეიძლება მოჰყოლოდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. დაცვის მხარის აზრით, სწორედ გამოძიებას უნდა დაეწყო ამ ვერსიის ექსპერტიზის გზით შემოწმება, რაც არ განხორციელებულა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე ერთ დეტალზე გამახვლა ყურადღება. “მრავალსართულიანი მშენებარე ობიექტის მიმდებარედ დაცვის ჯიხური დგას. ეს სავალი ნაწილიდან უახლოეს მანძილზეა განლაგებული. ან ვინ მისცა უფლება, ან რატომ დადგეს ეს ჯიხური, ან როგორ აღმოჩნდა იქ 14 ადამიანი. უსაფრთხოების წესების მიხედვით გზის სავალი ნაწილიდან უნდა იყოს 15-20 მეტრი დაშორება”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში,,კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში”
შემდეგი სტატიამედიკამენტ „ტამიფლუს“ ფასის შემცირებაზე მწარმოებელი კომპანიის სათავო ოფისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს