ავარიას რუსთავში შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას რუსთავში შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლასთან მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ნიკოლაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

banner
წინა სტატიაშიკახეთი კვლავ მწვანე ზონაა – რუსეთში დაინფიცირებული მძღოლის არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს