9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ავარიას ქალი პოლიციელი ემსხვერპლა

ქალაქ ყვარელში ავარიას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაშითურქეთი: ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა