14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას ყვარელში 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ინიციატივით, უნდა დაინერგოს ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმი