ავარიას ჩხოროწყუში 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჩხოროწყუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “კამაზის” მარკის სატვირთოს ტიპის ავტომობილის მძღოლმა სატვირთოს საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა.

შემთხვევისას 2 პირი კაბინაში იმყოფებოდა, ისინი შეჯახების შედეგად დაიღუპნენ, ხოლო 2 ადამიანი სატვირთოზე დალაგებულ მორებზე ისხდა, შეჯახების შედეგად ავტომობილ ამოტრიალდა და ისინი მორებმა გაჭყლიტა.

შემთხვევა მუხური-ლუგელას მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილთაგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია, ერთი კი ადგილობრივი მცხოვრები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი იქმნება
შემდეგი სტატიაბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმედეს