ავარია წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გაზაზე – არიან დაშავებულები

წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

“ფორდის” ტიპის სამგზავრო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და “ნისანის” მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავარიის გამომწვევ მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – პრემიერის მოსმენაზე დისკუსია არ იყო საგნობრივ საკითხებზე, კმაყოფილი არ დავრჩი, დღეს მეორე სერია იქნება
შემდეგი სტატიაკალიურანდი – ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს