ავარია თურქეთში – დაღუპულია საქართველოს 1 და დაშავდა 5 მოქალაქე

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა, თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, თურქული მედიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს, ქალაქ რიზესთან შეეჯახა.

საქართველოს 5 დაშავებული მოქალაქე, ამ დროისათვის ქალაქ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. საავადმყოფოში იმყოფება საქართველოს კონსული ავთო მიქაცაძე. საგარეო უწყების ცნობით გარდაცვლილი უკვე გადმოასვენეს საქართველოში.

ავტოავარიის მიზეზებს თურქი სამართალდამცველები სწავლობენ. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი მოეკიდა, რის გამო ავტოკატასტროფის ადგილას სახანძრო სამსახურის მაშველები გამოიძახეს.

“რუსთავი 2”

banner
წინა სტატიაშიესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა