ავარია თბილისში – 2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. გარდაიცვალა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს სასამართლოში უჩივის!
შემდეგი სტატიაკიევში “კანონიერი ქურდი” “ვალო” დააკავეს