ავარია სოფელ შინდისთან – დაშავდა ხუთი არასრულწლოვანი

სოფელ შინდისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპედაგოგებმა სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან შანტაჟზე და ზეწოლაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიასადაო კანონი მოსამართლეების შესახებ – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა