ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მსუბუ ქავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა, ისინი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ცოლ–ქმარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია