ავარია ქუთაისში – მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. შემთხვევა, გუშინ დილით 10:00 საათზე მაშინ მოხდა, როცა დაშავებულს 3 წლის შვილი საბავშვო ბაღიდან მოყავდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე დედამ შვილს ხელი კრა და გადაარჩინა.
ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავარიის ფაქტი “თაიმერს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმაისში აჭარაში ტურისტების ზრდა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე “დემოკრატების” ერთადერთი კანდიდატია