ავარია ქუთაისი-ბაღდათის გზაზე

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მუხრანის ტყეში შევარდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ერთი ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, მამა-შვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ოპონენტებს 2003 წლის სცენარის გამეორება უნდათ
შემდეგი სტატიაგიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა