ავარია ოკუპირებულ აფხაზეთში – გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია სამი ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვარპლა, სამმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევა 13:00 საათზე მოხდა. აგუძერას ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განცხადებით, სამედიცონო დაწესებულებაში 4 პირი შეიყვანეს, ერთი მათგანი ვახტანგ ნიჟარაძე უკვე გარდაცვლილი იყო, მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი მამუკა როდონაია, რომელსაც დაზიანებები მუცლის, თავის და მკერდში აღენიშნება და მას ოპერაცია უტარდება.

დანარჩენი ორი პაციენტს თენგიზ აბშილავას და ბესლან გოგიას მსუბუქი დაზიანებები ქონდათ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგუგუტიანთკართან უკანონო პროცესი ამ მომენტისთვის შეჩერებულია-თალაკვაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა