ავარია მოხდა მარნეული – სადახლოს გზაზე.
Marneulinews.ge- ს ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ავარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















