ავარია ყაზბეგის ქუჩაზე

ავარია ყაზბეგის ქუჩაზე

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მომავალი ავტომანქანა “ეკოსერვისის”  მანქანას დაეჯახა, რამაც სხვა მანქანებთან შეჯახება გამოიწვია.

“თაიმერის” ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიციისა და სახანძრო-​სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: ოპოზიციის ნაწილისგან ვერ ვხედავ, რომ ახსოვთ ან უნდათ ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: აფხაზეთში მართული ქაოსია