29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ავარია კახეთში – „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ.
ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა, თუმცა არცერთი მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე არ არის.
არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ ახაშნის სკოლა გასულ წლებში დაამთავრა, ერთი კი მე-10 კლასის მოსწავლეა. ისინი „ბოლო ზარის“ ავტომობილებს მიჰყვებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

banner
წინა სტატიაში“ეკლესიაში ერთობაა”- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე
შემდეგი სტატია“შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია”- ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს? (TI-ის კვლევა)