9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ავარია კახეთის გზატკეცილზე: ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა- დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არიან

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

არსებული ინფორმაციით, ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა — ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: “ენერგეტიკული ზავის” შესახებ ინფორმაცია ჩემთვის სიახლეა, თუ რუსები დათანხმდებიან, უკრაინაც თანახმაა
შემდეგი სტატია“”ენერგეტიკულ ზავზე” არაფერი ვიცით” – რუსეთის დუმის წარმომადგენელი