კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სავარაუდოდ, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, რა დროსაც მასში მსხდომმა სამმა პირმა დაზიანებები მიიღო.
მათგან ერთი, არასრულწლოვანია. სამივე დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,