ავარია კახეთის გზატკეცილზე – #82 მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, მძღოლის და მეორე მგზავრის მდგომარეობა კი მძიმეა

კახეთის გზატკეცილზე, #82 სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა. როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, უმძიმეს მდგომარეობაშია მიკროავტობუსის მძღოლი და მეორე მგზავრი.

,,კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეტრეველის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენა იგება
შემდეგი სტატიაფოთის ბაზარში სავაჭრო დახლები აიღეს