ავარია ჩაქვში – დაშავებულია 8 ადამიანი

ჩაქვში მომხდარი ავარიის შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ვეტმფრენის ჩამოვარდნას უშიშროების გენერალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირანი ევროკავშირს ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს