ავარია ჩაქვის გვირაბთან – მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი

ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაში(Video) “წაგათრევ სამმართველოში და ნახავ რაც მოგივა”- გასვიანი მომხდარის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიაHRIDC: “პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ”