17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით,  მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი გზა აღმაშენებლის, ილიასა და იესოს გზაა, ივანიშვილის კი — იუდასი”— ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 1 პირს ბრალი წარუდგინა