ავარია ახალქალაქში – დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 თვის ბავშვია

ახალქალაქში, კოთელიასა და ტურცხის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორისაა 4 თვის ბავშვი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

დაშავებულები ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან დაგაყვანილები, არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშინუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები – გიორგი კეკელიძე
შემდეგი სტატიაამერიკის საელჩო: ყირიმი უკრაინაა!