ავაკოვმა უკრაინელებისგან პოლიციელებისადმი სრული დამორჩილება მოითხოვა

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქები უპასუხოდ უნდა დაემორჩილონ პოლიციას – “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა დღეს.
“პოლიციელი სიმართლის პრეზუმციის იმპერატიული სოციალური ნორმა უნდა გახდეს. ჯერ დაემორჩილე პოლიციელს – შემგედ გაასაჩივრე!” – დაწერა უკრაინელმა მინისტრმა.
მისი თქმით, “მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური აშენების სხვა გზა არ არსებობს”. მან ასევე აღნიშნა,. რომ შსს მსგავს ნორმას საკანონმდებლო აქტშიც შეიტანს.
განცხადება ავაკოვმა პოლიციელების მკვლელობის ფონზე გააკეთა. 25 სექტემბერს დნეპრში (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) მძღოლმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ორი მათგანი მოკლა.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს კონსულტაცია გაუწიეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების შესახებ რეფერენდუმი ტარდება