ავაკოვმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა… იაცენიუკი რიგში დგას…

ავაკოვმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა... იაცენიუკი რიგში დგას...

უკრაინის შსს-ს მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, მან ოდეის გუბერნატორს, პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივლა…

,,მე შევიტანე სარჩელი სასამართლოში ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ. როცა ლაპარაკობ, რომ ადამიანი ქურდია… პასუხი უნდა აგო ამაზე,, განაცხადა ავაკოვმა უკრაინულ ტელეარხ ,,1+1,,-ს გადაცემაში მონაწილეობისას. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის პრემიერი არსენ იაცენიუკიც ამზადებს სასამარლოში სარჩელს.

ტელეეთერში საუბრისას, ავაკოვმა ბოდიში მოუხადა უკრაინის საზოგადოებას უცენზურო გამონათქვამებისა და ყვირილის გამო რეფორმების საბჭოზე, სადაც მისი განცხადებით, მასში ემოციებმა იმძლავრეს… ,,მე ვყვიროდი და ჭიქა ვისროლე იმის გამო, რომ სააკაშვილისთვის ხელი არ დამერტყა,, განაცხადა ავაკოვმა.

აღსანიშნავია, რომ 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობა ამ ხალხისათვის სახეში შეფურთხებაა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა… ,,თუ პუტინი ასე აფასებს, ისე იგი ჩვენ სააკაშვილთან ერთად სწორ გზაზე ვდგავართ,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: მომავალ “ევრაზიულ კავშირში” აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უვიზო მიმოსვლა?!
შემდეგი სტატიაISIS-მა მორიგი შემზარავი ვიდეო გაავრცელა…