ავაკოვმა დამარხა მილიცია

ავაკოვმა დამარხა მილიციაუკრაინის შინაგან საქმეთა მინიტრმა არსენ ავაკოვმა მილიციის ოფიციალურად დახურვა გამოაცხადა. ამის თაობაზე მან დაწერა თავის ფეისბუქ გვერდზე:
„დღეს მილიცია დაიხურა. 8.00-დან ორივე, უკრაინის ეროვნული პოლიცია, როგორც იურიდიული პირი და კანონიც შედის ძალაში. გზა მშვიდობის!“
ავაკოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება პოლიციაში მუშაობის მსურვეთა ატესტაციები და ცვლილებები კადრებში. ასევე, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსახლეობა ჯერ კიდევ შეხვდება „ძველფორმიანებს“, მაგრამ ეს ცოტა ხნით.
როგორც ცნობილია, 4 ნოემბერს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შს მინისტრის მრჩეველი ხატია დეკანოიძე დანიშნა ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად, ხოლო მის მოადგილედ და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად ალექსანდრ ფაცევიჩი.

banner
წინა სტატიაში„რუსეთში არ არის კაპიტალიზმი, ეს არის დამპალი პაპუასია…
შემდეგი სტატიამოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ეხმაურებიან