ავაკოვი: მოხარული ვიქნები თუ სააკაშვილი დაამტკიცებს თავის სიმართლეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია უფრო ზუსტად იყოს გაწერილი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სააკაშვილი შესძლებს სასამართლოში საკუთარი პოზიციის დამტკიცებას.
“თუმცა მე მოხარული ვიქნები, თუ მიხეილ სააკაშვილი შეაგროვებს ყველა ფორმალურ იურიდიულ არგუმენტს და სასამართლოში დაამტკიცებსმ რომ უკრაინული პასპორტის ღირსია”, – აღნიშნა ავაკოვმა. მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი ინსტიტუტები, მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოლიტიკური შეხედულებებისა.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად დათო შენგელიას ძმა ოთარ შენგელია დაინიშნა
შემდეგი სტატიაცხინვალი შფოთავს