თავად პატრიარქსაც კი არ დაუჯერებია, მისი მოწამვლის ვერსია, არათუ მრევლს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„ჩემი ბოლო პროგნოზი, ამ ეტაპზე. სცენარი: გამოვლენ და იტყვიან, რომ „ნაციონალები“ წამლავდნენ პატრიარქს. მესმის, რომ გიჟი გგონივართ, მაგრამ ნახავთ თუ არა. მრევლს, რომელსაც უპირობოდ სჯერა ყველაფრის, რაც პატრიარქს უკავშირდება, ამას დააჯერებენ. მერე ჩვენ მოგვადგებიან, იმ იმედით რომ არავინ გამოვა ჩვენს დასაცავად. აბა, მიშა თუ “წამლავდა” პატრიარქს, ჩვენც ხომ ჩასაქოლები ვართ ლოგიკაა.

რეალობა: “სცენარისტები” საბედნიეროდ ისეთი უნიჭოები არიან და ამ ყველაფერს ისე დებილურად აკეთებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თავად პატრიარქსაც კი არ დაუჯერებია, მისი მოწამვლის ვერსია, არათუ მრევლს.

ისე, რომ იცოდეთ, „ნაციონალებსაც“ კი არ გამოუყენებია პატრიარქის სახელი და ავტორიტეტი ასე სასტიკად და მართლა მეხი არ დაგეცეთ, ფრთხილად იყავით“, – წერს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს G20-ის სამიტზე შეხვდებიან
შემდეგი სტატიაპატრიარქი ინტესნიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს