იტალიის 18 ქალაქში აუტანელი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული.
The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ძლიერი სიცხის ფონზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მინდორსა და სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირები, უსახლკარო და მოქალაქე, რომელსაც გულის შეტევა დაემართა.
ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა ელექტროსისტემის ქსელში შეფერხებები გამოიწვია, რის გამოც ფლორენციაში, მსოფლიო მნიშვნელობის უფიცის გალერეაში კონდიცირების სისტემა გაითიშა. ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა ბილეთების გაყიდვა და შეეზღუდა ვიზიტორთა ნაკადი.
შექმნილი მდგომარეობის გამო, იტალიის რამდენიმე რეგიონულმა მთავრობამ სამშენებლო და საკურიერო სექტორის თანამშრომლებს დღის ყველაზე ცხელ საათებში ღია სივრცეში მუშაობა ოფიციალურად აუკრძალა.


















