აუსტრევიჩუსი ხოშტარიას დაკავებაზე: მთავრობა უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.

“რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის, დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის”, – წერს ევროპარლამენტარი.

24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ის გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა მოიგერიეს შეტევა და გაანადგურეს ათობით ოკუპანტი პოკროვსკის მიმართულებით – დაჯგუფება „ხორტიცია