25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

აშშ-ის ანგარიში: საქართველო ჩინური საქონლის უკანონო გადამისამართების რისკის შემცველ ქვეყნებს შორის დასახელდა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ჩინური საქონლის აშშ-ის ტარიფებისგან თავის არიდებისა და უკანონო ტრანსშიპმენტის (გადაზიდვის) სქემებს ეხება, საქართველო III დონის (Tier 3) რისკის შემცველ ქვეყნებს შორის მოხვდა.

დოკუმენტის თანახმად, დაახლოებით 40 ქვეყანა, რომლებიც „დიდი ტრანსშიპმენტის აფერაში“ არიან ჩართულნი, სამ კატეგორიად იყოფა. საქართველო აზერბაიჯანთან, კამბოჯასთან, ლაოსთან, პანამასა და სხვა ქვეყნებთან ერთად მესამე ჯგუფში — „მცირე, ოპორტუნისტული სამიზნეების“ სიაშია შეყვანილი.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ რკინიგზისა და „მშრალი პორტების“ ტრანზიტს, კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო კავშირებს“, — აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ მესამე დონის ქვეყნები ხასიათდებიან შედარებით მცირე ეკონომიკითა და უკანონო გადაზიდვების დაბალი აბსოლუტური მოცულობით, თუმცა ფლობენ კონკრეტულ სტრატეგიულ უპირატესობებს — მათ შორის სატრანზიტო დერეფნებს, თავისუფალ ზონებსა და საბაჟო საწყობებს, რაც ჩინეთთან დაკავშირებული პროდუქციის გადამისამართებისთვის მიმზიდველს ხდის მათ.

ცნობისთვის, ანგარიშის მიხედვით, ჩინური მხარე მესამე ქვეყნებს იყენებს საქონლისთვის ეროვნული იდენტობის შესაცვლელად (მცირედი გადამუშავების, ხელახალი შეფუთვის ან დოკუმენტაციის შეცვლის გზით), რათა პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე დაწესებული მაღალი სატარიფო შეზღუდვების გვერდის ავლით მოხვდეს.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილისთვის “უანგარო” სამსახური ასე დასრულდება”- დეკანოიძე
შემდეგი სტატია“რომ არა ბიძინა, ტალახს ამოზელდით გობში” — ნინო ჯღარკავა