აუქციონზე აინშტაინის წერილი 6100 დოლარად გაიყიდა

იერუსალიმში აუქციონზე 6100 დოლარად გაიყიდა ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერტ აინშტაინის წერილი, რომელიც მან მისწერა გოგოს, რომელმაც უარი უთხრა ურთიერთობაზე – Associated Press-ი წერს.
1921 წელს ფიზიკოსი ფლორენციას ესტუმრა დის სანახავად. მის სახლში 22 წლის სტუდენტი ელიზაბეტა პიჩინი ცხოვრობდა, რომელიც ქიმიას სწავლობდა. 42 წლის ფიზიკოსს მასთან დალაპარაკება სურდა, მაგრამ გოგო მორიდებული იყო და არ დაელაპარაკა. ფლორენციის დატოვებამდე აინშტაინმა გოგოსთვის წერილი დატოვა გერმანულ ენაზე: “სამეცნიერო მკვლევარს, რომლის ფეხებთან ვიწექი და ვიჯექი ორი დღის მანძილზე, როგორც მეგობრული სუვენირი” – ეწერა წერილში.

banner
წინა სტატიაშიაშშ გამანადგურებელ B-52-ის მოდერნიზებას აპირებს
შემდეგი სტატიაევროპის ქვეყნები მაკრონის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან