“ლიბანის გადასარჩენად ისრაელთან მოლაპარაკებები ავირჩიე”,_ აცხადებს პრეზიდენტი ჟოზეფ აუნი.
ლიბანის პრეზიდენტი კანონმდებლებს განუმარტავს, რომ ისრაელთან მოლაპარაკებები „განცალკევებულია ნებისმიერი სხვა მოლაპარაკებისგან“, რაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებზე მინიშნებაა,_ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს და წერს, რომ ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელს ლიბანში „ჰეზბოლაზე“ თავდასხმა აშშ-სთან ნებისმიერმა შეთანხმებამ აუკრძალოს.
„ლიბანი ორი ვარიანტის წინაშე დგას: ან ომის გაგრძელება თავისი ყველა ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და სუვერენიტეტთან დაკავშირებული შედეგებით, ან მოლაპარაკებები ამ ომის დასასრულებლად და მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად. მე ავირჩიე მოლაპარაკება, ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ლიბანის გადარჩენას“,_ აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი და ამბობს, რომ ისრაელთან მოლაპარაკებების მიზანია, ისრაელმა ლიბანში ოპერაცია შეწყვიტოს. მისივე თქმით, ლიბანის ამ მიზნებს სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმაც გამოუცხადა.













