„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირებას განაგრძობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უცვლელია. აუდიტორია 115-ის წევრები თსუ-ს მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ. სტუდენტების თქმით, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

“რეალურ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ, ვერც რაიმე კონკრეტულ წინადადებაზე, რომელიც მათგან მივიღეთ ან ჩვენ შევთავაზეთ. არ ყოფილა შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან, შეთანხმება მივიღეთ იმაზე, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 5 დეკემბერს. მყარად რაზეც ვართ ჩამოყალიბებული, არის ის, რომ 5 დეკემბრამდე ნამდვილად არ ვტოვებთ პიკეტირებულ მე-6 კორპუსს,“ – განაცხადა აუდიტორია115-ის წევრმა მარიამ ნანეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს