„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები აპირებენ, თსუ-ს მეექვსე კორპუსში ახალ წელსაც დარჩნენ

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის მეექვსე კორპუსის ბლოკირებას ახალი წლის დღეებშიც აპირებენ.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ცოტნე ცხვედიანი აღნიშნავს, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, იძულებული არიან, ახალ წელსაც მეექვსე კორპუსში დარჩნენ.

„იძულებული ვართ, რომ ახალ წელს მეექვსე კორპუსში დავრჩეთ, რადგან არ მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ განათლების კანონში ცვლილება შევა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ პროცესს განგებ აჯანჯლებენ. ჩვენი მოთხოვნები თვითმმართელობის შესახებ არსებულ წესში ცვლილებებს ეხება. ასევე, ჩვენი მოთხოვნები უფრო მასშტაბურია, განათლების კანონში ფუნდამენტურ რეფორმას ეხება“, – განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა.

„აუდიტორია 115“-ის წევრებს თვეზე მეტია თსუ-ს მეექვსე კორპუსი ბლოკირებული აქვთ. მათი მთავარი მოთხოვნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას და უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმას ეხება.

დღესვე, სტუდენტური მოძრაობის სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიN11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს