“აუდიტორია 115” გიორგი კვირიკაშვილს, აღებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს

“აუდიტორია 115” საქართველოს მთავრობას და კონკრეტულად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს, აღებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. აუდიტორიის წარმომადგენლის, გიორგი არობელიძის თქმით, პრემიერი მათ დაპირდა რომ თვითმმართველობის რეფორმირება მოხდებოდა. “აუდიტორია 115” არჩევნების ჩატარების აზრს ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ ისინი საარჩევნო უბნების პიკეტირებას არ შეწყვეტენ.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, შეასრულონ ის აღებული ვალდებულებები, რომლებიც მათ საჯაროდ განაცხდეს არაერთხელ. მათ შორის იყო სტუდენტური თვითმმართველობის ამ ფორმით გაუქმება. საუბარი იყო რომ ეს მოდელი უნდა ჩაენაცვლებინა იმ მოდელს, რომლითაც უზრუნველჰყოფილია სტუდენტთა თანასწორობა”, – აცხადებს საზოგადოებრივთან საუბარში გიორგი არობელიძე.

გიორგი არობელიძის თქმით, “აუდიტორია 115”-თან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრთან სუაბრისას გაჟღერდა ის ფაქტი, რომ განათლებისა და მეცნიერების სეგმენტის დაფინანსება უნდა განსაზღვრულიყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. არობელიძის თქმით, პრემიერმა განაცხადა რომ ამას ისინი მოხლოდ იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრვლესობა. აუდიტორია 115-ის წევრის განცხადებით, დღევანდელი რეალობა შეცვლილია და პრემიერმა ეს დანაპირები უნდა შეასრულოს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ლარს არ მოსწონს მთავრობა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე კვირიკაშვილს: რეგიონი ვჭამოთ?!