აუდიტის სამსახურში “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” შემომწირველ 14 პირს გამოკითხავენ

დღეიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იმ პირთა გამოკითხვა იწყება, რომელთა შემოწირულობებზეც კითხვები აქვს უწყებას. საუბარია 14 პირზე, რომლებიც ორი პარტიის -„ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველები არიან.

აღნიშნული 14 პარტიიდან რვა არის მმართველი გუნდის, ხოლო ექვსი “ევროპული საქართველოს” შემომწირველი. მათ ნაწილს აუდიტის სამსახურში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

14-მა პირმა ორივე პარტიას ჯამში 300 ათასი ლარი გადაურიცხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის და გამოკითხვის შესწავლის შემდეგ გადაწყდება, დაიხუროს თუ გაგრძელდეს საქმის მოკვლევა.

„დაიწყო შემომწირველების გამოკითხვის პროცესი, რომელიც გაგრძელდება ამ კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში დაბარებული არიან აგვისტოში შემოწირულობების განმახორციელებელი პირები, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე მივიღეთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან,“ – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე – ბრალდების დადგენილებაში ბევრი სისულელე წერია