აუდიტის სამსახურმა სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

როგორც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, უწყებამ გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან10 ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.

“2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს”. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინასდება