აუდიტის სამსახურმა გამოიძიოს საიდან იშოვა 50 ათასი დოლარი პრემიერის მამამ – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურისგან თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი განცხადებით უწყებას, დღეს მიმართავს.

ოპოზიცია მოითხოვს გაირკვეს ვინ ჩუქნით მაღალჩინოსნებს სოლიდურ თანხას და რატომ გახდა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრების მითითება მოდური.

საკრებულოს დეპუტატი ეჭვქვეშ იმ თანხას თუ უძრავ ქონებებს აყენებს, რომლებიც მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, როგორც ოჯახის წევრისგან საჩუქარი, ისე აქვს მითითებული.

„აუდიტის სამსახურმა გამოიძიოს და დაადგინოს საიდან იშოვა 50 ათასი დოლარი პრემიერ-მინისტრის მამამ, როდესაც მას ოფიციალურად არანაირი ბიზნესი არ გააჩნია, ასევე მისი დეკლარირებული შემოსავალი, რომ რაიმე გაიყიდა და აქედან მიიღო შემოსავალი, არსად არ ჩანს. ამიტომ კითხვა არის მარტივი, საიდან მოვიდა 50 ათასი დოლარი კვირიკაშვილის მამის ხელში, მაშინ როდესაც მის ვაჟს პრემიერ- მინისტრს წელიწადში 51 ათასი ლარი აქვს შემოსავალი,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგელა და კანდიდ ჩარკვიანები სტალინს სიკვდილამდე ხშირად სტუმრობდნენ – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ