11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.

„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ