აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დაკითხვა განახლდა – პროკურორები თორდიას სახლში იმყოფებიან

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას, დაკითხვა განახლდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან სახლში მივიდნენ.

პროცესი გუშინ, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიდო. მთავარი აუდიტორი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, იმ დოკუმენტების წარუდგენს, რის გამოც, მისი მტკიცებით, კონფლიქტიც მოხდა.

საუბარია თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების არაკანონიერად გადაცემაზე.

ამ დრომდე უცნობია, როდის დაკითხავენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცახალაძეს. საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არც ამჯერად გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო WannaCrypt ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს