აუდიტის სამსახური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს გამოაქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. კითხვაზე, სწავლობს თუ არა აუდიტის სამსახური პოლიტიკაში შავი ფულის შესაძლო მიმოქცევის საკითხს, მთავარი აუდიტორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საარჩევნო პროცესი არის დასრულებული. ჩვენ ვმუშაობთ საბოლოო ანგარიშზე, რომელსაც ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ,“ – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ეს განცხადება ირაკლი მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურის 4 წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი – სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი
შემდეგი სტატია“უკანონოდ და არმად ნაშოვნ მილიარდებს ივანიშვილს დავაკარგინებთ” – შალვა ნათელაშვილი