აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე, რომელმაც 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა .

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შემოწირულობების შესაწვლის შემდეგ გამოვლინდა 3 შემომწირველი, 183 200 ლარით.

„ბურჭულაძის პარტიამ მიიღო ოთხი პირისგან უკანონო შემოწირულობა, 19 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები და ვერც გამოკითხვის პროცესში ვერ დადასტურდა შემოსავლების არსებობა. სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ, 39 000 ლარით დაჯარიმდეს ბურჭულაძის პარტია. ასევე გამოიკითხა ლევან ვარშალომიძე და ის ხალხი, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულებები ბინების მშენებლობის შესახებ. მოკლებული ვართ შესაძლებლობას და შესაბამისად ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან აუდიტის სამსახურს უფლებამოსილება შეზღუდულია, თუ ნივთის ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარს, ჩვენი ზედა ზღვარი არის 100 ლარი, სახლები აღემატება 100 ლარს და, შესაბამისად, მას ვერ ვაჯარიმებთ”, – განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში დეკლარაციები არ წარადგინეს “ჩვენმა სამშობლომ”, “სახალხო პარტიამ” და “ქართულმა იდეამ”.

banner
წინა სტატიაშისაქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილი ბავშვები ქობულეთში დაასვენა
შემდეგი სტატია“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ისანის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს