“აუდიტის დასკვნაში მითითებული პრობლემები მემკვიდრეობითია” – ჟურნალისტებს ჯარისკაცების უნიფორმები დაათვალიერებინეს

აუდიტის დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი- აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აუდიტის სამსახურის ანგარიშის კომენტირებისას.

ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი, ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.

მინისტრის მოადგილემ დღეს ჟურნალისტებს უნიფორმები დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი ფორმებით:

„აუდიტის დასკვნა ეფუძნებოდა გასულ წლებს და კონკრეტულად ბოლო დასკვნა 2017 წელს. დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქნება შესაბამისი მარაგები რომელიც გარდამავალი იქნება. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა ოღონდ ორწელიწადნახევარზე.

ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა”, – განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა
შემდეგი სტატია“ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე…გამოვრიცხავ დავიმალო…”