აუდიოჩანაწერის უკანონო მოპოვებისა და გამოყენების საქმეზე “სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლი დაკითხეს

გვიან ღამით დასრულდა სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებლის, გიორგი სოზაშვილის, დაკითხვა.

საგამოძიებო პროცესი კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის საქმეს უკავშირდება.

აუდიო ჩანაწერში, რომელის გაყიდვასაც დალაქიშვილს ედავებიან, სავარაუდოდ, სწორედ სოზაშვილის ხმა ისმის.

თავად გიორგი სოზაშვილი ამბობს, რომ ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

„სამწუხაროდ, გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი და ამ ეტაპზე არ შემიძლია, რომ დეტალები გითხრათ. აუდიოჩანაწერზე მიდის საუბარი. გამოძიება იძიებს, როგორ მოხდა საერთოდ ჩაწერა და მერე გავრცელება,“ – განაცხადა გიორგი სოზაშვილმა

გიორგი სოზაშვილი ადასტურებს, რომ აუდიოჩანაწერში მისი ხმა ისმის. ამასთან, ვარაუდობს, რომ ჩანაწერი მისივე სახლშია გაკეთებული.

„სავარაუდოდ, ჩემს სახლში არის ჩაწერილი და ამას ადგენენ, როგორ მოხდა ჩემს სახლში ამ ყველაფრის ჩაწერა,“ – განაცხადა გიორგი სოზაშვილმა

მისთვის უცნობია, საიდან შეიძლება, მოხვედრილიყო ეს ჩანაწერი დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის ხელში, სადაც ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან საუბრობს.

ქართული ოცნების აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშირუსთავში შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა