Audi მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გააგრძელებს

გერმანულმა ავტოკონცერნმა Audi განაცხადა, რომ შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების წარმოებას შეწყვეტს და 2026 წლიდან ახალ მოდელებს მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს – კონცერნის ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა ბერლინში კლიმატის კონფერენციაზე განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის Audi-ს ელექტრომობილების 20-ზე მეტი მოდელი ეყოლება. ჩინეთში, სადაც კონცერნის მანქანები დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ადგილობრივ ქარხნებში ელექტრომობილების წარმოებაზე მხოლოდ 2033 წლიდან გადავლენ. “მე აკრძალვების ძალის არ მჯერა, მე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მჯერა” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ შვედური Volvo 2030 წლისთვის დაიწყებს ელექტომობილებზე გადასვლას, ამერიკული General Motors-ი კი 2035 წლიდან. Mercedes-Benz Daimler-ის გეგმებში პროექტის განხორციელება 2039 წლისთვის არის ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიგახელაძის მამა: გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს
შემდეგი სტატიათბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა