აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და შეწყდეს პოლიტიკური დევნა – მინაშვილი

“ფასები იზრდება საკვებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე და ა.შ. გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი მოდის, ასი ათასობით ადამიანს არ შეუძლია აღნიშნოს ახალი წელი გაჭირვებიდან გამომდინარე. იცით, რომ ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში პროტესტი არის ის ფორმა, რომელიც ვითარების ცვლილებამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს თავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის დასაწყისი იქნება. ჩვენ ამ პროტესტის ფორმას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად „ნაცმოძრაობისთვისაც” გახდა