აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი – ეს განცხადება, ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა. “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა რუსი დეპუტატების ასამბლეაში მონაწილეობის და პარლამენტში მათი მისვლის გამო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მოვითხოვთ, პირველ რიგში, აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა, ვიღაცამ არა, ვიღაცეებმა კობახიძესთან ერთად. რომ გამოდიან მამუკა მდინარაძე, რომ გამოდის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“, ბატონი თალაკვაძე, გამოვიდნენ და ახსნან რეალობაში, რა მოხდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი. ამას ითხოვს ქართველი საზოგადოება. ამის გამო, ეს არ არის ჯაბა ჯიშკარიანის მოთხოვნა, ამის გამო ათასობით მოქალაქის სისხლია დაღვრილი ჩვენი ძმების. ვიღაცა უნდა დაისაჯოს აუცილებლად ამ გადაწყვეტილების გამო,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.