„აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე“ – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
„ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს რაის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის უდიდესი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის უდიდესი უსამართლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით, რამდენი ათწლეული იბრძვის იმისთვის, რომ რაღაც ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს უკვე სადღაც მივდიოდით და გამოგვაცალეს ეს ხალიჩა ფეხქვეშ და ისევ უნდათ, რომ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.